1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

loading...
1 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ნუ ენდობით ტყუილ დაპირებებს. ფული საიმედო ადგილას შეინახეთ. კარგი დღეა ეგზოტიკური, საინტერესო ადგილების მოსანახულებლად, გაუფრთხილდით ჯანმრთელობას და დაიცავით საკუთარი ინტერესები. საღამოს მოსალოდნელია სტუმრიანობა, მეგობრებთან ერთად გულითადი საუბრები.

კურო
კარგი დღეა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ ზედმეტად ნუ დაიტვირთებით. დაეხმარეთ ახლობლებს, გაანებივრეთ ისინი მზრუნველობითა და ყურადღებით. მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე, გაისეირნეთ. საღამოს დაგეგმეთ პაემანი, კარგია სასიყვარულო მიმოწერა; მეგობრებთან შეხვედრა.

ტყუპი
რთული დღე გელით და მზად უნდა იყოთ ამისთვის. დატვირთული სამუშაო გრაფიკი, დაძაბული ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. შეიძლება რაღაცაზე უარის თქმამ მოგიწიოთ, მოხდეს შეხედულებათა, სიმპატიათა გადაფასება.

კირჩხიბი
ნუ ააჩქარებთ მოვლენებს, დატკბით თითოეული მომენტით. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებსა და ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით. ნუ ეცდებით ახლობლების კონტროლს. უმჯობესია, საღამო მშვიდ გარემოში გაატაროთ და მომავალი დაგეგმოთ.

ლომი
დააკვირდით მოვლენებს, მაგრამ ნუ ჩაერევით. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, საქმიანი მიმოწერისთვის. ყურადღება მიაქციეთ თქვენს ვირტუალურ სამყაროს. მოაწესრიგეთ ფაილები, გათავისუფლდით არაფრისმომცემი ინფორმაციებისა და ადამიანებისგან.

ქალწული
კოლეგებთან ერთად მუშაობა უფრო მეტ შედეგს მოგიტანთ. პირად ურთიერთობაში ნუ გაართულებთ სიტუაციას. ნუ ეცდებით გარშემო მყოფებს აზრი ზეწოლის შედეგად შეაცვლევინოთ.

სასწორი
თუ გრძნობთ, რომ ჯანმრთელობა გღალატობთ, მოერიდეთ რთულ, მძიმე სამუშაოს. ნუ დააჩქარებთ მოვლენებს; აცადეთ ადამიანებს ინიციატივის გამოჩენა. კარგი დღეა ფიქრისა და მომავლის დასაგეგმავად. დააკვირდით სიზმრებს.

მორიელი
საინტერესო და ორიგინალური იდეები გაგიჩნდებათ. სამუშაო პირობების გაუმჯობესების შანსი მოგეცემათ. ეცადეთ სიტყვით ან საქციელით არ აწყენინოთ გარშემო მყოფებს. გამონახეთ დრო პირადი ინტერესებისთვის; კარგი დღეა იმიჯის შესაცვლელად, გარდერობის გასაახლებლად.

მშვილდოსანი
დღეს საინტერესო მოვლენები გელით და უყურადღებოდ ნუ დატოვებთ მათ. მოერიდეთ მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას; უმჯობესია, მიმდინარე საკითხები განიხილოთ, გააუმჯობესოთ ისინი და დამოკიდებულება კოლეგების მიმართ.

თხის რქა
წინ რთული სამუშაო კვირა გელით და კარგი იქნება, თუ ამ და მომდევნო დღეს დასვენებას, თქვენთვის სასიამოვნო საქმიანობას დაუთმობთ. თუ გარშემო მყოფებისგან სწორ რჩევას ვერ მიიღებთ, ფრთხილად და ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ.

მერწყული
საკუთარ თავს დასვენებაზე, კომფორტსა და განმარტოებაზე უარს ნუ ეტყვით. შეიძლება ახლობლების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლის შესრულებამ მოგიწიოთ, მაგრამ ეცადეთ, საკუთარი აზრი ზედმეტად არ მოახვიოთ გარშემო მყოფებს.

თევზები
კარგი დღეა საოჯახო საქმეებისთვის, ბინის მოსართავად, ინტერიერის შესაცვლელად. შეხვდით მეგობრებს, დაგეგმეთ კულტურული ღონისძიება, კარგია სპორტულ შეჯიბრში ჩაბმა. საღამოს მოსალოდნელია ახალი ამბები და სტუმრიანობა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 15775
loading...
ეს საინტერესოა
loading...