დაწვრილებით
კაცი თავის სახლში აკეთებდა რემონტს, გაანგრია კედელი და… საიდუმლო ოთახი იპოვა. იქაც გაანგრია კედელი და… 60 მეტრის სიღრმის მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა!

ეს გასაოცარი ფაქტი 1963 წელს კაბადოკიაში მოხდა.

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ ამავე სახელწოდების დაბის ქვეშ მდებარეობს. მიწისქვეშა დერინკუიუ რვა იარუსიანია. ოდესღაც აქ… 30 000-მდე ადამიანი ბინადრობდა. აქ იმდენად სრულყოფილი სავენტილაციო და წყლის მიწოდების სისტემები იყო, რომ ადამიანები და შინაური ცხოველი უპრობლემოდ ცხოვრობდნენ მიწის ქვეშ!

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


ქალაქის ფართობი ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის. დაახლოებით ოთხი, ოთხ კვადრატულ კილომეტრზე. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ქალაქის რეალური ფართობის 10-15 % უნდა იყოს.

ქალაქი ტუფით არის ნაშენი. დავობენ იმის თაობაზე, ვის შეეძლო ეს გასაოცარი მიწისქვეშა ნაგებობა აეგო. ასახელებენ ხეთებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჩვ. წ-მდე 1900-1200 წლებში ცხოვრობდნენ. არის უფრო საინტერესო და საგულისხმო ვერსიაც, რომელიც ზაროასტიელებს უკავშირდება. რატომ?

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


იმიტომ, რომ ზაროასტრიელთა საღვთო წიგნში “ვენდიდად” მოხსენიებულია ისეთი მიწისქვეშა ქალაქები, როგორიც დერინკუიუა.

ლეგენდის თანახმად, იგი ააგო ირანელთა მეფე ჯამშირმა უმაღლესი ღვთაების, ახურამაზდას დავალებით. აქედან გამომდინარე, დერინკუიუს აგებას მიდიელებს და სპარსელებს უკავშირებენ.

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


ქალაქი გასაოცარია თავისი მოწყობილობით, აქ იყო აბსოლუტურად ყველაფერი, დაწყებული საჯინიბოებით და დამთავრებული მარნებით, საწნახელით, სამზარეულოებით და სასადილოებით. ქალაქი ისეა დაგეგმარებული, რომ დღის მანძილზე აქ ოთახებში სინათლე აღწევს, შიგნით მუდმივი ტემპერატურაა 10-15 გრადუსი.

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


უცხო აქ ვერ შეაღწევდა. დერინკუიუს საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. შიგნით ქრისტიანული ეკლესიები და სალოცავებიცაა.

ამჟამად აღმოჩენილია მიწისქვეშა ქალაქში 600-მდე საიდუმლო შესასვლელი. ბევრი მათგანი პირდაპირ ქალაქის თავზე არსებული დაბის სახლებში ამოდის.
დაწვრილებით
ჩინეთში თაღლითობის მუხლით, დააკავეს სიძე, რომელსაც ბრალად საკუთარ ქორწილში 200 „ნათესავის დაქირავება“ედება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დედოფლის ნათესავებს ეჭვი, მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა „მაყრიონმა“ ვერ ახსნა საიდან იცნობდნენ სიძეს. ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა იმ ფაქტმა, რომ ქორწილში სიძის მშობლები საერთოდ არ მოვიდნენ. გამოძიებამ გაარკვია, რომ სიძემ „ნათესავებს“ ქორწილში დასწრების სანაცვლოდ 80 იუანი, დაახლოებით 15 ლარი გადაუხადა. გამოძიების ერთ ერთი ვერსიით, სიძემ არარსებული ნათესავების დაქირავება, მისი ღარიბული წარმომავლობის გამო გადაწყვიტა. საცოლის დედას იგი სწორედ სიღარიბის გამო არ მოსწონდა.

სიძეს კი ამ გადაწყვეტილებით, ნამდვილი ნათესავებისთვის ქორწილში შეურაცხყოფისა დამცირების აცილება სურდა.
დაწვრილებით
ლონდონის მკვიდრს ექიმთან ყურის ტკივილის ჩივილით მისვლის შემდეგ სასმენ არხში ჩასახლებული ობობა აღმოუჩინეს. ამბავს Daily News. ავრცელებს.

ქალმა ექიმთან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყურის ნიჟარა გაუსივდა და სახე გაუწითლდა.

მისი თქმით, დათვალიერებამ მაშინვე არ აჩვენა პრობლემა. ექთანმა სმენის ორგანო ორჯერ დაუთვალიერა, მაგრამ ვერაფერი ნახა. ობობის შემჩნევა მხოლოდ ექიმმა მოახერხა, რომელმაც პაციენტს ყურში რამდენიმეჯერ ზეთი ჩააწვეთა "დაუპატიჟებელი სტუმრის" ჩასაძირად.

პაციენტი ვარაუდობს, რომ ობობა მას ჯერ თმაზე დააჯდა და ამის შემდეგ შეუძვრა ყურში. ბრიტანელის თქმით, მას ახლა უჭირს მშვიდად დაძინება და სისტემატურად ამოწმებს, ხომ არ არის ახლომახლო რაიმე მწერი.
ეს საინტერესოა
loading...