ბრიტანელ ქალს ყურში ობობა ჩაუსახლდა

loading...
ლონდონის მკვიდრს ექიმთან ყურის ტკივილის ჩივილით მისვლის შემდეგ სასმენ არხში ჩასახლებული ობობა აღმოუჩინეს. ამბავს Daily News. ავრცელებს.

ქალმა ექიმთან წასვლა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ყურის ნიჟარა გაუსივდა და სახე გაუწითლდა.

მისი თქმით, დათვალიერებამ მაშინვე არ აჩვენა პრობლემა. ექთანმა სმენის ორგანო ორჯერ დაუთვალიერა, მაგრამ ვერაფერი ნახა. ობობის შემჩნევა მხოლოდ ექიმმა მოახერხა, რომელმაც პაციენტს ყურში რამდენიმეჯერ ზეთი ჩააწვეთა "დაუპატიჟებელი სტუმრის" ჩასაძირად.

პაციენტი ვარაუდობს, რომ ობობა მას ჯერ თმაზე დააჯდა და ამის შემდეგ შეუძვრა ყურში. ბრიტანელის თქმით, მას ახლა უჭირს მშვიდად დაძინება და სისტემატურად ამოწმებს, ხომ არ არის ახლომახლო რაიმე მწერი.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 452
loading...
ეს საინტერესოა
loading...