ცოლის ნათესავების მოტყუების გამო, ქორწილში სიძე პოლიციამ დააპატიმრა!

loading...
ჩინეთში თაღლითობის მუხლით, დააკავეს სიძე, რომელსაც ბრალად საკუთარ ქორწილში 200 „ნათესავის დაქირავება“ედება. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

დედოფლის ნათესავებს ეჭვი, მას შემდეგ გაუჩნდათ, როცა „მაყრიონმა“ ვერ ახსნა საიდან იცნობდნენ სიძეს. ეჭვი კიდევ უფრო გააღრმავა იმ ფაქტმა, რომ ქორწილში სიძის მშობლები საერთოდ არ მოვიდნენ. გამოძიებამ გაარკვია, რომ სიძემ „ნათესავებს“ ქორწილში დასწრების სანაცვლოდ 80 იუანი, დაახლოებით 15 ლარი გადაუხადა. გამოძიების ერთ ერთი ვერსიით, სიძემ არარსებული ნათესავების დაქირავება, მისი ღარიბული წარმომავლობის გამო გადაწყვიტა. საცოლის დედას იგი სწორედ სიღარიბის გამო არ მოსწონდა.

სიძეს კი ამ გადაწყვეტილებით, ნამდვილი ნათესავებისთვის ქორწილში შეურაცხყოფისა დამცირების აცილება სურდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 348
loading...
ეს საინტერესოა
loading...