4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს » საინფორმაციო პორტალი

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს

loading...
კაცი თავის სახლში აკეთებდა რემონტს, გაანგრია კედელი და… საიდუმლო ოთახი იპოვა. იქაც გაანგრია კედელი და… 60 მეტრის სიღრმის მიწისქვეშა ქალაქი აღმოაჩინა!

ეს გასაოცარი ფაქტი 1963 წელს კაბადოკიაში მოხდა.

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


მიწისქვეშა ქალაქი დერინკუიუ ამავე სახელწოდების დაბის ქვეშ მდებარეობს. მიწისქვეშა დერინკუიუ რვა იარუსიანია. ოდესღაც აქ… 30 000-მდე ადამიანი ბინადრობდა. აქ იმდენად სრულყოფილი სავენტილაციო და წყლის მიწოდების სისტემები იყო, რომ ადამიანები და შინაური ცხოველი უპრობლემოდ ცხოვრობდნენ მიწის ქვეშ!

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


ქალაქის ფართობი ჯერ-ჯერობით ზუსტად დადგენილი არ არის. დაახლოებით ოთხი, ოთხ კვადრატულ კილომეტრზე. მეცნიერთა ვარაუდით, ეს ქალაქის რეალური ფართობის 10-15 % უნდა იყოს.

ქალაქი ტუფით არის ნაშენი. დავობენ იმის თაობაზე, ვის შეეძლო ეს გასაოცარი მიწისქვეშა ნაგებობა აეგო. ასახელებენ ხეთებს, რომლებიც ამ ტერიტორიაზე ჩვ. წ-მდე 1900-1200 წლებში ცხოვრობდნენ. არის უფრო საინტერესო და საგულისხმო ვერსიაც, რომელიც ზაროასტიელებს უკავშირდება. რატომ?

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


იმიტომ, რომ ზაროასტრიელთა საღვთო წიგნში “ვენდიდად” მოხსენიებულია ისეთი მიწისქვეშა ქალაქები, როგორიც დერინკუიუა.

ლეგენდის თანახმად, იგი ააგო ირანელთა მეფე ჯამშირმა უმაღლესი ღვთაების, ახურამაზდას დავალებით. აქედან გამომდინარე, დერინკუიუს აგებას მიდიელებს და სპარსელებს უკავშირებენ.

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


ქალაქი გასაოცარია თავისი მოწყობილობით, აქ იყო აბსოლუტურად ყველაფერი, დაწყებული საჯინიბოებით და დამთავრებული მარნებით, საწნახელით, სამზარეულოებით და სასადილოებით. ქალაქი ისეა დაგეგმარებული, რომ დღის მანძილზე აქ ოთახებში სინათლე აღწევს, შიგნით მუდმივი ტემპერატურაა 10-15 გრადუსი.

4000 წლის მიწისქვეშა ქალაქი, რომელიც 1963 წელს შემთხვევით აღმოაჩინეს


უცხო აქ ვერ შეაღწევდა. დერინკუიუს საუკუნეების მანძილზე იყენებდნენ. შიგნით ქრისტიანული ეკლესიები და სალოცავებიცაა.

ამჟამად აღმოჩენილია მიწისქვეშა ქალაქში 600-მდე საიდუმლო შესასვლელი. ბევრი მათგანი პირდაპირ ქალაქის თავზე არსებული დაბის სახლებში ამოდის.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 551
loading...
ეს საინტერესოა
loading...