მონა ლიზას თვალებში ინიციალები აღმოაჩინეს

loading...
მონა ლიზას გუგებში ინიციალები აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, ეს ინიციალები იმ ქალის სახელზე მიუთითებს, რომელიც ლეონარდო და ვინჩის პორტრეტის მოდელი იყო. ფიქრობენ, რომ სურათზე მხატვარმა ლიზა ჰერარდინი გამოსახა, თუმცა ახალი კვლევის ავტორი ამტკიცებს, რომ ეს მცდარი მოსაზრებაა. პროფესორ სილვანო ვინჩენტის განცხადებით, მონა ლიზას თვალებში ლათინური CE იკითხება. ინიციალების CE–ს გარდა მკვლევარმა მონა ლიზას მეორე გუგაში ასოები LV ამოიკითხა, რომლებიც, როგორც ისტორიკოსი ვარაუდობს, ტილოს ავტორის ინიციალებია.

ვინჩენტი ასევე ამტკიცებს, რომ ტილოს უკანა მხარეს ციფრი 149 წერია, კიდევ ერთი ციფრი კი წაშლილია. ისტორიკოსის აზრით, რომელიც არ უნდა იყოს გადაშლილი ციფრი, რიცხვი სურათის შექმნის წელს მიანიშნებს. ამგვარად, ვინჩენტი მივიდა დასკვნამდე, რომ და ვინჩიმ „მონა ლიზა“ 1490–იან წლებში დახატა და არა 1503 წელს.

ვინჩენტი მიიჩნევს, რომ და ვინჩის მოდელი იყო ქალბატონი ჰერცოგ ლუდოვიკო სფორცის გარემოცვიდან, რომელიც მხატვარს მფარველობდა და იგი საკუთარ სამსახურში 1482 წელს აიყვანა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 978
loading...
ეს საინტერესოა
loading...