რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან

loading...
რიკოთზე ავარიაში დაღუპულებს შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმარი და მათი მცირეწლოვანი გოგონა არიან

რიკოთზე მომხდარი შემზარავი ავარიის დროს, რომელსაც 6 ადამიანი ემსხვერპლა, ავტომანქანაში ქანთარიების და ვაჩანძეების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. დაღუპულებს შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარია, რომელთაც თან ჰყავდათ მცირეწლოვანი ქალიშვილი. 21 წლის ცოლ-ქმარი, თბილისიდან დასავლეთში ოჯახის სამ წევრთან და ორ ნათესავთან ერთად "მინი ვენით" მიემგზავრებოდნენ, რა დროსაც ტრაილერი დაეჯახათ. არსებული ინფორმაციით, ტრაილერი გზის საპირისპირო მხარეს მოძრაობდა.

ავარიის შედეგად, ადგილზე დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი. ოჯახის ერთი წევრი, მიღებული ტრავმებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა. ავტომანქანის მძღოლი, 44 წლის მამაკაცი გადარჩა, ის ხაშურის საავადმყოფოში მსუბუქი დაზიანებებით შეიყვანეს და მალევე გაწერეს.

ტრაილერის მძღოლი დაკავებულია. როგორცშინაგან საქმეთა სამინისტოში განაცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. მას 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 30965
loading...
ეს საინტერესოა
loading...