ახლა მომხედეთ 51-ე სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა და ყურადღებით მომისმინეთ! – გიორგი ფოფხაძე

loading...
ახლა მომხედეთ 51-ე სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა და ყურადღებით მომისმინეთ! – გიორგი ფოფხაძე

ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიას უკავშირდება, ეხმაურება.

„ახლა მომხედეთ 51-ე სკოლის მოსწავლეებმა და მათმა მშობლებმა, ძალიან კარგად და ყურადღებით მომისმინეთ… თქვენ რომ თავის დროზე თქვენი შვილებისთვის ხელი მოგეკიდათ და მისულიყავით პროკურატურაში და მიგეცათ ჩვენება, ეს არ მოხდებოდა, რაც მოხდა… ახლა არ მითხრათ, არიქა სუბელიანი გვაშინებდაო, ვიცი, რომ სუბელიანი მართლა დადიოდა და აკეთებდა ასეთ რამეს, ვიცი, რომ მედიაში დაიძურწებოდა და ჟურნალისტებს ფულს თავაზობდა გაჩუმების სანაცვლოდ, ვიცი, რომ… ძალიან ბევრი რამ ვიცი უკვე, მაგრამ ისიც მშვენივრად ვიცი, რომ ძალიან ბევრმა მედიასაშუალებამ სამ ქართულ და სამ რუსულ ასოზე გაუშვა… ხო და თქვენი ბრალიცაა ეს ყველაფერი, როცა ეს საწყალი ზაზა სარალიძე დადიოდა იხვეწებოდა, დახმარებას ითხოვდა და თქვენ დუმდით…

ხო და კეთილი ინებეთ და მიბრძანდით პროკურატურაში, თავის დროზე სანდრო გირგვლიანის საქმე მისმა მეგობრებმა გაასაჯაროეს, არ დარჩენილა სანდროს არც ერთი მეგობარი, რომელიც მაშინ პროკურატურაში არ მისულიყო და ჩვენება არ მიეცა, მკვლელებისთვის ხელი არ დაედოთ და მათი დასჯა არ მოეთხოვათ, მიუხედავად ამ მკვლელების თანამდებობების და გავლენებისა… ხო და კეთილი ინებეთ და იგივე გააკეთეთ, შორიდან ყურების დრო აღარ არის…“, – წერს გიორგი ფოფხაძე.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 12157
loading...
ეს საინტერესოა
loading...