ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის გადადგომას განცხადებით ეხმაურება

loading...
ბიძინა ივანიშვილი ირაკლი შოთაძის გადადგომას განცხადებით ეხმაურება

ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მომ­ხდარ­მა ტრა­გე­დი­ამ მეც ისე­ვე შემ­ზა­რა, რო­გორც მთე­ლი ქარ­თუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"თქვენ­თან ერ­თად მეც მძაფ­რი ინ­ტე­რე­სით ვაკ­ვირ­დე­ბო­დი სა­მარ­თლებ­რი­ვი პრო­ცე­სის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, რომ ამ საქ­მე­ზე მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა სრუ­ლად და დრო­უ­ლად აღ­სრულ­დე­ბო­და. მე პი­რა­დად ვიც­ნობ ირაკ­ლი შო­თა­ძეს და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმსა და კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რე­ბა­ში. მჯე­რო­და და მჯე­რა, რომ ირაკ­ლი და მისი უწყე­ბა ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­დნენ, რათა ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეს ადეკ­ვა­ტუ­რად ეგო პა­სუ­ხი კა­ნო­ნის წი­ნა­შე. სამ­წუ­ხა­როდ, მოვ­ლე­ნე­ბი ისე გან­ვი­თარ­და, რომ გა­მო­ძი­ე­ბის სან­დო­ო­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­უ­ლი ნა­წი­ლის მხრი­დან ეჭ­ვის ქვეშ დად­გა, რა­საც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მხრი­დან მყი­სი­ე­რად მოჰ­ყვა უკი­დუ­რე­სად ღირ­სე­უ­ლი, უმაღ­ლე­სი პო­ლი­ტი­კუ­რი და მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით გამ­სჭვა­ლუ­ლი ნა­ბი­ჯი. ირაკ­ლი შო­თა­ძის გა­დად­გო­მა არის ის სრუ­ლი­ად ახა­ლი სტან­დარ­ტი, რომ­ლის დამ­კვიდ­რე­ბა იყო ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის თა­ოს­ნო­ბით გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი 2012 წლის სა­ხალ­ხო რე­ვო­ლუ­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. კი­დევ ერთხელ მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯა­ხებს და გა­მოვ­თქვა რწმე­ნა, რომ მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა ყო­ველ მი­ზეზ გა­რე­შე აღ­სრულ­დე­ბა!", - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

ირაკ­ლი შო­თა­ძემ თა­ნამ­დე­ბო­ბა, ხო­რა­ვას ქუ­ჩა­ზე მო­ზარ­დე­ბის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლოს მიერ დღეს გა­მო­ტა­ნი­ლი გა­ნა­ჩე­ნის შემ­დეგ და­ტო­ვა. ის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას 2015 წლი­დან იკა­ვებ­და. ის 2015 წლის 27 ნო­ემ­ბერს ამ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პარ­ლა­მენ­ტმა აირ­ჩია.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 4016
loading...
ეს საინტერესოა
loading...