"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იყოს (Exclusive)

loading...
"ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი შესაძლოა, ბიძინა ივანიშვილი იყოს (Exclusive)
"პრაიმთაიმის" ინფორმაციით, "ქართული ოცნების" კანდიდატი შესაძლოა თავად ბიძინა ივანიშვილი იყოს.

მმართველ გუნდში კონსულტაციები ამ თემაზე დაწყებულია და არაა გამორიცხული პარტიამ პრეზიდენტობის კანდიდატად ბიძინა ივანიშვილი დაასახელოს.

ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში 2018 წლის 26 აპრილს დაბრუნდა და ის ამჟამად პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეა.

2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ივანიშვილის კოალიციამ გაიმარჯვა. 2012 წლის 25 ოქტომბერს პარლამენტმა მისი ხელმძღვანელობით ახალი მთავრობა დაამტკიცა. 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ივანიშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობა საკუთარი სურვილით დატოვა და როგორც თავად აცხადებდა, სამოქალაქო სექტორში გადაინაცვლა. ივანიშვილმა მთავრობის ხელმძღვანელად ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა.

2012 წლის შემდეგ, ერთადერთი საარჩევნო კამპანია, რომელშიც მას მონაწილეობა არ მიუღია 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები იყო.

2018 წლის შემოდგომაზე კი, საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებია. „ქართულ ოცნებას თავისი კანდიდატი ჯერ არ წარუდგენია.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 64
loading...
ეს საინტერესოა
loading...