მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში გადავარდა » საინფორმაციო პორტალი

მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში გადავარდა

loading...
მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი ავტომობილით სანიაღვრე არხში გადავარდა

ბაღდათის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მარიხუანას ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა, პოლიციის კუთვნილი ავტომობილით სანიაღვრე არხში ჩავარდა.

როგორც ახალი ამბების სააგენტო TOPNEWS.COM.GE-ს განუცხადეს, შემთხვევა ბაღდათში, 3 აგვისტოს დაახლოებით 01.35 სთ-ზე საირმის გზაზე მოხდა.

"ბაღდათის პოლიციის თანამშრომელმა, რომელიც იმყოფებოდა მარიხუანის ზემოქმედების ქვეშ და მართავდაა სამსახურეობრივ მანქანას, ე.წ პოლიციის პიკაპს, ქუჩაში მოძრაობის დროს ვერ უზრუნველყო უსაფრთხო გადაადგილება, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და გადავარდა სანიაღვრე არხში. რა თქმა უნდა, შემთხვევის ფაქტი არ შეუტყობინებიათ შსს-ს შესაბამის სამსახურებისათვის და აღნიშნული ფაქტის დამალვის მიზნით, დროულად ამოიყვანეს სანიაღვრე არხიდან გამვლელი მოქალაქეების საშუალებით,"-განუცხადეს ახალი ამბების სააგენტოს.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევაში მონაწილე პოლიციელი სამსახურებრივ მანქანას მეწყვილესთან ერთად მართავდა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 4189
loading...
ეს საინტერესოა
loading...