მკვლელობამდე ერთად გადაღებული ფოტოები - რატომ მოკლა მეუღლემ 27 წლის ქალი » საინფორმაციო პორტალი

მკვლელობამდე ერთად გადაღებული ფოტოები - რატომ მოკლა მეუღლემ 27 წლის ქალი

loading...
მკვლელობამდე ერთად გადაღებული ფოტოები - რატომ მოკლა მეუღლემ 27 წლის ქალი

თბილისში რამოდენიმე თვის წინ, საზარელი მკვლელობა მოხდა. ალექსი ცოცხალაშვილმა ყოფილი მეუღლე 27 წლის სოფო ზურებიანი რამდენიმე გასროლით სიცოცხლეს გამოასალმა.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურებიანი მეუღლესთან, ორი თვის დაშორებული იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხალაშვილი შერიგებას სთხოვდა, სოფო შერიგების წინააღმდეგი იყო და მიზეზად ყოფილი მეუღლის რთულ ხასიათს ახასიათებდა.

როგორც გაირკვა მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ცოცხალაშვილი ფინანსურ პოლიციასა და სპეცრაზმში მუშაობდა. სწორედ ამიტომ ბრალდებული იარაღს სამსახურიდან გამომდინარე ატარებდა.
ერთ-ერთი ვერსიით, მკვლელობის ღამეს, სოფო ზურებიანი ყოფილმა მეუღლემ სამსახურიდან წამოიყვანა. სახლთან რომ მიიყვანა, მათ შორის შეკამეთება მოხდა. ხმაურზე გარდაცვლილის ძმა გარეთ გავიდა, რის შემდეგაც ცოცხალაშვილმა მას 2 ტყვია ესროლა.

ოჯახის ახლობლების განცხადებით, დაჭრილმა ძმამ სოფოს გაქცევისკენ უბიძგა. სოფომ სახლის მოპირდაპირე მხარეს, კორპუსის სადარბაზაში სცადა შეღწევა, თუმცა ყოფილი მეუღლე დაეწია და რამდენიმე გასროლით სასიკვდილოდ გაიმეტა.
მკვლელობამდე ერთად გადაღებული ფოტოები - რატომ მოკლა მეუღლემ 27 წლის ქალი

სოფო ზურებიანი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა... გარდაცვლილის ძმა კი ამ დრომდე კლინიკაში რჩება და მკურნალობის კურსს გადის.

სოფო ზურებიანს 5 წლის შვილი დარჩა. სოფო იუსტიციის სამინისტროში მუშაობდა: - „სოფო იყო აქტიური, თავდაუზოგავი, სიცოცხლით სავსე ადამიანი, რომელიც წარმატებით ართმევდა თავს დაკისრებულ მოვალეობას და აქტიურად მონაწილეობდა ყველა იმ სოციალურ პროექტში, რომელშიც ჩართული იყო საჯარო რეესტრი. სააგენტოში იგი 2007 წლიდან მუშაობდა“ - ასე ახასიათებენ დღეს სოფოს თანამშრომლები.

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ალექსანდრე ცოცხალაშვილი მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. მან დანაშაულიც აღიარა. ნივთმტკიცების სახით ამოიღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღიც.

გამოძიება კი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. (საქართველოს სსკ–ის 117–ე მუხლის 2–ე და 7–ე ნაწილებით).
მკვლელობამდე ერთად გადაღებული ფოტოები - რატომ მოკლა მეუღლემ 27 წლის ქალი
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 2649
loading...
ეს საინტერესოა
loading...