"ბარბაცებდა, ფერი ჰქონდა დაკარგული და კრუნჩხვები დაეწყო, რამდენიმე ნივთიერების ნაერთი მიიღო" - როგორ დაიღუპა ანაკლიის ფესტივალზე 22 წლის ბიჭი

loading...
"ბარბაცებდა, ფერი ჰქონდა დაკარგული და კრუნჩხვები დაეწყო, რამდენიმე ნივთიერების ნაერთი მიიღო" - როგორ დაიღუპა ანაკლიის ფესტივალზე 22 წლის ბიჭი

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ანაკლიაში მიმდინარე ფესტივალზე გარდაიცვალა სამტრედიაში დაბადებული 22 წლის გიორგი ნიშნიანიძეა. ის კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა სასწრაფო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, გატარებული რეანიმაციული ღონისძიების მიუხედავად ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდამ რამდენიმე ნივთიერების ნაერთი მიიღო, რაც ჯერ მოწამვლის, შემდეგ კი დაღუპვის მიზეზი გახდა.

"ბარბაცებდა, ფერი ჰქონდა დაკარგული და ზღვისკენ მიდიოდა, მივედი, შემოვატრიალე, დაველაპარაკე და დაახლოებით წუთნახევარში კრუნჩხვები დაეწყო. სასწრაფო მალევე მოვიდა, მაგრამ გზაში გარდაიცვალა" - აღნიშნავს ალექსანდრე ბეგიჯანოვი.

შსს-ს ინფორმაციით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვალების მიზეზის დასადგენად შესაბამისი ექსპერტიზებია დანიშნული.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 574
loading...
ეს საინტერესოა
loading...