NASA-დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება- ჩვენს პლანეტასთან 4 თებერვალს იქნება

loading...
NASA-დედამიწას გიგანტური ასტეროიდი უახლოვდება- ჩვენს პლანეტასთან 4 თებერვალს იქნება

გიგანტური ასტეროიდი AJ129 დედამიწას უახლოვდება. ამის შესახებ ინფორმაციას NASAავრცელებს. კოსმოსური სააგენტოს სპეციალისტების მონაცემებით, ასტეროიდი ყველაზე ახლოს ჩვენს პლანეტასთან 4 თებერვალს იქნება. მისი ზომა 1,7 კილომეტრს აღწევს, რაც დედამიწის ყველაზე მაღალ შენობაზე - ბურჯ-ხალიფაზე დიდია. AJ129-ს სიჩქარე წამში 34 კილომეტრია, რაც 15-ჯერ მეტია, ვიდრე ყველაზე სწრაფი თვითმფრინავის სიჩქარე.

ამ ასტეროიდს მეცნიერებმა „პოტენციურად საშიში“ უწოდეს. ის ყველაზე დიდი ციური სხეულია, რომელიც წელს დედამიწას ჩაუფრენს. კვლევების მიხედვით, თუკი ასტეროიდი ჩვენს პლანეტაზე დაეცემა, „გამყინვარების პერიოდი“ დაიწყება.

NASA-ს სპეციალისტების განცხადებით, ასტეროიდის დედამიწასთან შეჯახების ალბათობა არ არსებობს და საშიში არაფერია.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 1663
loading...
ეს საინტერესოა
loading...