„იმედი მაქვს, ჩემი ცოლი საყვარლისგან დაორსულდება - იქნებ ამით ოჯახის შენარჩუნება მოვახერხოთ“

loading...
„იმედი მაქვს, ჩემი ცოლი საყვარლისგან დაორსულდება - იქნებ ამით ოჯახის შენარჩუნება მოვახერხოთ“

ამერიკულ პრესაში ანონიმური ავტორის წერილი დაიბეჭდა, რომელიც საკუთარ ოჯახურ პრობლემებსა და მეუღლის ღალატზე გუოლახდილად საუბრობს. წერილის თარგმანს დრონი.ჯი უცვლელად გთავაზობთ:
„მე 44 წლის ვარ, ჩემი მეუღლე 39-ის. 18 წელია ქორწინებაში ვიმყოფებით და ჩვენს ოჯახურ იდილიას ყოველთვის აკლდა ბავშვების ჟრიამული. თავს არ ვიცავდით, კონტრაცეპტივები არასდროს გამოგვიყენებია, ექიმებთან გამოკვლევებზეც ვიყავით და თითქოს პრობლემა არც ერთ ჩვენთაგანს ჰქონდა, თუმცა მაინც ვერ მოხერხდა ნაყოფის ჩასახვა.

...ბოლო დროს ჩემს მეუღლს ვატყობდი, რომ ჩემგან განსხვავებით სამსახურიდან დადებითი განწყობით ბრუნდებოდა. ერთ დღეს კი დილით უთენია მივედი სახლში, მეუღლეს კი ეგონა, რომ მთელ დღეს სხვა ქალაქში გავატარებდი. კარი რომ მივხურე და კიბეებს მივუახლოვდი, ჩემი საძინებლიდან კვნესის ხმა გამოდიოდა - აშკარა იყო, მას საყვარელი ჰყავდა მოყვანილი. გავედი მისაღებ ოთახში და დივანზე ჩამოვჯექი, დაბნეულობისგან და ღალატით გამოწვეული ტკივილისგან არც ვიცოდი რა გამეკეთებინა. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ ფრთხილი ნაბიჯებით ჩამოვიდნენ ორივე ქვემოთ. მეუღლემ თავისი საყვარელი უკანა კარიდან გააპარა და კიდევ დარწმუნებული იყო იმაში, რომ მე ჯერ არ დავბრუნდებოდი. შემდეგ ისევ ჩვენს საძინებელში ავიდა და ოთახის დალაგებას შეუდგა.

ცოტა ხანს ვიცადე, შემდეგ შემოსასვლელი კარი გავაღე, მაგრად მივხურე და დავიძახე, რომ დავბრუნდი. ჩემი მეუღლე გაოცებული ჩამოვიდა ქვემოთ და მითხრა, რომ ასე ადრე არ მელოდა. სამზარეულოში შევედით ყავის დასალევად და სასაუბროდ, როგორც ამას ყოველ დღე ვაკეთებდით.

სიმართლე გითხრათ, არც გამკვირვებია, რომ მან საყვარელი გაიჩინა. ჩვენი ცხოვრება იმდენად მოსაწყენი და რუტინული იყო, სექსიც ძალიან ერთფეროვანი გვქონდა. გაგიკვირდებათ და ცოტა იმედიც მომეცა - იქნებ ჩემი ცოლი თავისი საყვარლისგან დაორსულდეს და ასე შევძლოთ ოჯახის შენარჩუნება, რადგან დარწმუნებული ვარ, ბავშვი ჩვენს კავშირს ძალიან განამტკიცებს. ვიცი, რომ მასაც ძალიან უნდა დედობა და თუ ეს მოხდება, უზომოდ ბედნიერები ვიქნებით“.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 3125
loading...
ეს საინტერესოა
loading...