როგორი ამინდია მოსალოდნელი იანვრის ბოლო დღეებში

loading...
როგორი ამინდია მოსალოდნელი იანვრის ბოლო დღეებში

28-30 იანვარს საქართველოს უმეტეს რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც საქართველოს გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზების ცენტრის სინოპტიკოსმა ნაირა მანველიშვილმა განაცხადა, 28 იანვარს, დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი, ღამით მთაში თოვლი იქნება, იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი, რომელიც დღისით გაძლიერდება.

აღმოსავლეთ საქართველოში ღამით უმეტეს და დღისით ზოგიერთ რაიონში ნალექია ნავარაუდევი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3 +2. ხოლო დღისით +6 გრადუსი დაფიქსირდება.

რაც შეეხება დედაქალაქს , 28 იანვარს თბილიში, თოვლჭყაპი და ნისლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა ღამით + 1, დღისით, +4 გრადუსი დაფიქსირდება.

29 იანვარს დასავლეთ საქართველოში ღამით, უმეტესად უნალექო ამინდი

იქნება, დღისით იწვიმებს. დაუბერავს აღმოსავლეთის ქარი, ზოგან ძლიერად. ჰაერის ტემპერატურა +7, +12 გრადუსი დაფიქსირდება. აღმოსავლეთ საქართველოში ღამით ზოგან იწვიმებს, დღისით კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე დაფიქსირდება.

29 იანვარს, თბილისში ღამით მცირე თოვლი, დღისით უნალექო ამინდი იქნება, ჰაერის ტემპერატურა + 3 გრადუსამდე დაფიქსირდება.
რაც შეეხება 30 იანვრის ამინდის პროგნოზს, დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი, ღამით მთაში მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ღამით უმეტესად ითოვებს, დღისით კი ნალექიანი ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5, +10 გრადუსამდე იქნება.

30 იანვარს თბილისში ღამით შესაძლოა ითოვოს, დღისით კი უნალექო ამინდია ნავარაუდევი, ჰაერის ტემპერატურა +6 გრადუსამდე მოიმატებს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 10893
loading...
ეს საინტერესოა
loading...