სოციალური მუშაკი იმ 3 წლის ბავშვის ოჯახს შეისწავლის, რომელსაც ვიდეოში სიგარეტს აწევინებენ

loading...

სოციალური მომსახურების სააგენტომ იმ სამი წის ბავშვის ოჯახს მიაკვლია, რომელსაც ვიდეოში სიგარეტის მოწევას აიძულებენ.
როგორც ,,პრაიმტაიმს" სოციალური მომსახურების სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ტატა გამყრელიძემ განუცხადა, სოციალური მუშაკი მივა ოჯახში და ბავშვის მშობლებთან კონსულტაციებს გამართავს.

,,გვინდა მისამართი გავიგოთ, რადგან ტელეფონზე არ გვპასუხობენ. სოციალური მუშაკი უნდა მივიდეს და დაელაპარაკოს მშობლებს. ოჯახის შესწავლა მოხდება, სოციალური მუშაკი კონსულტაციას გაუწევს, რომ მეორედ ასე აღარ მოიქცეს, რადგან ბავშვის უფლებების უგულებელყოფაა და იმედია, ოჯახიც ადეკვატურად მიიღებს. ტელეფონზე სოციალურ მუშაკს არ პასუხობს, როგორც კი რაიმე ახალი ინფორმაცია მექნება მოგაწვდით", - განაცხადა ტატა გამყრელიძემ.

ფაქტს სახალხო დამცველიც სწავლობს. ამბობენ, რომ ვიდეოში ნათლად ჩანს ბავშვზე ძალადობა.

„ეს არის ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლების, როგორი არის მისი ჯანსაღი ფსიქიკური და ფიზიკური განვითარებისთვის აუცილებელი, სათანადო და საჭირო გარემოს შექმნის უზრუნველყოფის უგულვებელყოფა. ასევე მშობლების და კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან მასზე ზრუნვის ვალდებულების უგულვებელყოფა. ეს არის ჩვეულებრივი ძალადობა ბავშვის მიმართ. იმიტომ, რომ ეს არის მისდამი არასათანადო მოპყრობა. მისი ასაკისთვის შეუფერებელ ქცევითი ფორმების თავს მოხვევა და ზოგადად ბავშვის გასართობ ობიექტად გამოყენება,“-განაცხადა სახალხო დამცველის ბავშვთა ცენტრის ხელმძღვანელმა მაია გედევანიშვილმა.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 8667
loading...
ეს საინტერესოა
loading...