თოტი- ყველაზე მისტიკური და დაწყევლილი ეგვიპტური წიგნი

Загрузка...
თოტი- ყველაზე მისტიკური და დაწყევლილი ეგვიპტური წიგნი

დედამიწაზე უამრავი წიგნია, რომელიც კლასიფიცირდება ჟანრების მიხედვით. წიგნების უმეტესობა თითოეული ჩვენთაგანისათვის ხელიმისაწვდომია. თუმცა არსებობს ე.წ. "აკრძალული წიგნები", რომლებსაც დიდი გულმოდგინებით ინახავენ და დღის სინათლეზე არ გამოაქვთ. ასეთ წიგნებს მიეკუთვნება ეგვიპტელთა წმინდა წიგნი ღმერთ თოტის შესახებ. ეგვიპტელებს სწამთ, რომ ეს წიგნი დაწყევლილია.
წიგნი "თოტი" ერთ-ერთი უძველესი ეგვიპტური წიგნია. ლეგენდის თანახმად, თოტი იყო მეცნიერებისა და სიბრძნის ეგვიპტელი ღმერთი. იგი ფლობდა ყველაზე დიდ ცოდნას, რითაც მბრძანებლობდა მთელს სამყაროზე. ეგვიპტელები დამწერლობისა და კალენდრის შექმნას თოტს მიაწერენ. მანუსკრიტებში (ხელნაწერებში) მას წარმოგვიდგენენ იბისის თავითა და ადამიანის ტანით.
თოტი- ყველაზე მისტიკური და დაწყევლილი ეგვიპტური წიგნი

წიგნი "თოტი" პირველად მოხსენიებულია ტურეინის პაპირუსში ღმერთების გვერდით. სადაც ნათქვამია, ყველამ ვინც წიგნის გადაშლა სცადა, ყველა დაიწვა.
თოტი- ყველაზე მისტიკური და დაწყევლილი ეგვიპტური წიგნი

მოგვიანებით წიგნი ფარაონ რამსეს მე-2 ვაჟის, ხაემუასეტის ხელში აღმოჩნდა. ეს წიგნის ახალი გამოჩენა იყო. აღსანიშნავია, რომ წიგნიდან უდიდესი ცოდნის მიღებაა შესაძლებელი. სახელდობრ, შეგიძლია მზეს უყურო შეუიარაღებელი თვალით, შეიგრძნო წყლის, მიწისა და ვარსკვლავების ძალა. შეიმეცნო ცხოველთა ენა. რაც მთავარია, წიგნის დახმარებით, შესაძლებელია გარდაცვლილთა მკვთრეთით აღდგენა. სწორედ ამიტომ ეს წიგნი მიიჩნიეს საშიშად და დაწვეს.
თოტი- ყველაზე მისტიკური და დაწყევლილი ეგვიპტური წიგნი

ჩვ. წ.-მდე 300 წელს წიგნი კვლავ "გამოჩნდა". ალქიმიის დამაარსებელმა ჰერმეს გტისმეგისტმა განაცხადა, რომ მას ჰქონდა წიგნი "თოტი". აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ იმ დროინდელი ალექსანდრიელი მაგების დიდი ნაწილი ამბობდა: მე მაქვს წიგნი "თოტი". რამდენად მოეპოვებოდათ ეს წიგნი არ ვიცით, მაგრამ ლეგენდის თანახმად, ყველა მაგი გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.
თოტი- ყველაზე მისტიკური და დაწყევლილი ეგვიპტური წიგნი

შუა საუკუნეებში მკვლევარების ყურადღება უცნაურმა ხელნაწერებმა მიიპყრო, რომელიც ძველეგვიპტური იყო. მიიჩნიეს, რომ ეს იყო ამონარიდები "თოტიდან", მაგრამ ისინი ხანძრის დროს განადგურდნენ.

მიუხედავად ამისა, მაგები წიგნს თავს ვერ ანებებდნენ, როგორც უკვე ავღნიშნე, ესაა წიგნი უდიდესი ცოდნით. ამიტომ მე-15 საუკუნეში ახალ ხერხს მიმართეს. მაგებმა შექმნეს ტაროს კარტები "თოტის" გავლენით. ფრანგი მეცნიერი ანტუან კუღ დე გებელინი ამტკიცებდა, რომ მან იპოვა "თოტის" წიგნი და შეიმეცნა მისი სიბრძნე. იმასაც ამბობდა, რომ ეს წიგნი ალექსანდრიის ბიბლიოთეკის დაწვისას გადარჩა.
თოტი- ყველაზე მისტიკური და დაწყევლილი ეგვიპტური წიგნი

წიგნში "მაგიის ისტორია", აღწერილია თოტის წიგნი. გვამცნობენ, რომ ეს წიგნი ინახავს ეგვიპტური ცივილიზაციის უდიდეს საიდუმლოებებს. თუმცა აღსანიშნავია, რომ რეალურად არსებობს თუ არა და უნახავს ვინმეს ეს წიგნი არ ვიცით.

მე-19 - მე-20 საუკუნის მაგები და ალქიმიკოსები კვლავ მიუბრუნდნენ "თოტს". ისინიც ამტკიცებდნენ, რომ წიგნი მათ ჰქონდათ. მაგრამ ის არავისთვის ჩვენებიათ. ამბობენ, რომ წიგნის საიდუმლოებებს ადამიანის გონება ვერ უძებს და მალევე იღუპება.


დღეს-დღეობით ალექსანდრიის ბიბლიოთეკა ფლობს უამრავ გაუჩინარებულ პაპირუსს. თითქოსდა ისინი "თოტის" გვერდებია. თუმცა რამდენად მართალია ეს არავინ იცის. წიგნის შესახებ არსებობს უამრავი კითხვა, თუმცა პასუხები ჯერ კიდევ არ გვაქვს.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 126
Загрузка...
ეს საინტერესოა
Загрузка...