მოტყუებული მდგურები და მოკლული დიასახლისი - ბინის დაგირავების თაღლითური სქემა თბილისში

Загрузка...
მოტყუებული მდგურები და მოკლული დიასახლისი - ბინის დაგირავების თაღლითური სქემა თბილისში

26 ნო­ემ­ბერს თბი­ლის­ში, ვაჟა-ფშა­ვე­ლას გამ­ზირ­ზე მომ­ხდარ­მა მკვლე­ლო­ბამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. 25 წლის მდგმურ­მა ბი­ნის "დი­ა­სახ­ლი­სი" ცივი ია­რა­ღით მოკ­ლა. მოკ­ლუ­ლი 45 წლის სვეტ­ლა­ნა ამო­ე­ვი აღ­მოჩ­ნდა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, მკვლე­ლო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი დე­დას­თან ერ­თად გი­რა­ობ­და სა­მო­თა­ხი­ან ბი­ნა­ში ერთ ოთახს და დი­ა­სახ­ლი­სიც მათ­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და. 25 წლის ახალ­გაზ­რდა არ მუ­შა­ობ­და და მთელ დღე­ებს ძი­რი­თა­დად სახ­ლში ატა­რებ­და, ხოლო დე­და­მი­სი ვაჭ­რობ­და და სახ­ლში იშ­ვი­ა­თად უწევ­და ყოფ­ნა. პო­ლი­ცი­ამ 1993 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი გ.ხ. მკვლე­ლო­ბი­დან მა­ლე­ვე ცხელ კვალ­ზე და­ა­კა­ვა. თა­ვი­დან საქ­მე სსკ-ის 108-ე მუხ­ლით (გან­ზრახ მკვლე­ლო­ბა) აღიძ­რა. თუმ­ცა, რო­გორც AMBEBI.GE-ს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში გა­ნუ­ცხა­დეს, ბრალ­დე­ბულს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და - მას მკვლე­ლო­ბის გარ­და, გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის მცდე­ლო­ბაც ედე­ბა ბრა­ლად.
მკვლე­ლო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბი­დან რამ­დე­ნი­მე დღე­ში, ჟურ­ნა­ლის­ტმა ირაკ­ლი ვა­ჩი­ბე­რა­ძემ "ფე­ის­ბუქ­ში" პოს­ტი გა­მო­აქ­ვეყ­ნა და აღ­ნიშ­ნულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ბევ­რი უც­ნო­ბი, გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი დე­ტა­ლი გა­ახ­მა­უ­რა. მისი თქმით, მოკ­ლუ­ლი ქა­ლის­გან ერთ დროს თა­ვა­დაც გი­რა­ობ­და ბი­ნას. მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი გა­არ­კვია, რომ ბინა სა­დაც გი­რით დი­ა­სახ­ლის­თან ერ­თად ცხოვ­რობ­და, თა­ვად დი­ა­სახ­ლისს ნა­ქი­რა­ვე­ბი ჰქონ­და:

"ჩემ­ნა­ი­რად ატყუ­ებ­და ყვე­ლას და სახ­ლის ყვე­ლა ოთა­ხი და­გი­რა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­და. მკვლე­ლო­ბა მე­სა­მე ბი­ნა­ში მოხ­და. ისიც ქი­რით ჰქონ­და აღე­ბუ­ლი, სა­დაც მდგმურს შე­მო­აკ­ვდა (ვიც­ნობ­დი იმ ბიჭს გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი ერთ სახ­ლში, გვერ­დი-გვერდ ოთა­ხებ­ში ვცხოვ­რობ­დით). ბი­ნა­ში ცხოვ­რე­ბის დროს ყუ­ლა­ბა გა­მი­ტე­ხეს და ფული მომ­პა­რეს, დი­ა­სახ­ლის­მა სხვას და­აბ­რა­ლა და სახ­ლი­დან გა­უშ­ვა, თურ­მე მას მო­უ­პა­რავს... ახლა ვსხედ­ვართ ყვე­ლა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი, რომ­ლებ­საც ოფი­ცი­ა­ლუ­რი დო­კუ­მენ­ტი არ გაგ­ვაჩ­ნია და ვფიქ­რობთ, ვინ უნდა დაგ­ვიბ­რუ­ნოს თან­ხა" - წერს ვა­ჩი­ბე­რა­ძე პოს­ტში.
მის მსგავ­სად, მოკ­ლუ­ლი სვეტ­ლა­ნა ამო­ე­ვის­თვის გი­რა­ოს თან­ხა ოთხ ოჯახს ჰქონ­და მი­ცე­მუ­ლი, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა კი არ­ცერთ მათ­განს არ გა­უ­ფორ­მე­ბია. ქალ­ბა­ტო­ნი დ.მ. ერთ-ერთი და­ზა­რა­ლე­ბუ­ლია:
"გავ­ყი­დე სა­კუ­თა­რი ბინა, რად­გან გი­რაო მყავ­და ბი­ნი­დან გა­საყ­ვა­ნი, რომ გა­და­ვუ­ხა­დე გი­რაო მდგმუ­რებს, ცოტა დამ­რჩა თან­ხა და ვფიქ­რობ­დი, რაც შე­იძ­ლე­ბა ია­ფად მე­გი­რა­ვე­ბი­ნა. მეტ­როს ამო­სას­ვლელ­ში იყო გაკ­რუ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი, ხან 2500 ლა­რად, ხან 3000 ლა­რად, ფასი იყო მაც­დუ­ნე­ბე­ლი. და­ვუ­რე­კე და ამ ქალ­ბა­ტონ­მა შე­მიყ­ვა­ნა ერ­თო­თა­ხი­ან კე­თილ­მო­წყო­ბილ ბი­ნა­ში.

მე პი­რა­დად 3000 ლა­რად და­ვი­გი­რა­ვე. ასეთ და­ბალ ფასს ამარ­თლებ­და იმით, რომ თან­ხა ისევ მისი გა­და­სახ­დე­ლი იყო და დიდი თან­ხის უკან დაბ­რუ­ნე­ბა გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. მარ­წმუ­ნებ­და, ფული ბიზ­ნე­სის წა­მო­სა­წყე­ბად მჭირ­დე­ბაო. მა­ტყუ­ებ­და, ბინა ჩემი ძმი­საა, რო­მე­ლიც რუ­სეთ­ში ბიზ­ნეს­მე­ნია და მინ­დო­ბი­ლო­ბა უნდა გა­მო­მიგ­ზავ­ნოს, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­ფორ­მოთ ნო­ტა­რი­უს­თა­ნო. ვე­ლო­დე­ბო­დით ვი­თომ ამ მინ­დო­ბი­ლო­ბის გა­მოგ­ზავ­ნას, მაგ­რამ ამა­სო­ბა­ში ისე­თი სა­ო­ცა­რი ნდო­ბა და­იმ­სა­ხუ­რა ჩემ­თან, შემ­რცხვა კი­დე­ვაც, რომ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის გა­ფორ­მე­ბა მო­მე­თხო­ვა. ამ ბი­ნა­ში გა­სულ თვეს შე­მო­ვე­დი და ერთი წლით გი­რა­ო­ბა­ზე ვი­ყა­ვით შე­თან­ხმე­ბუ­ლე­ბი. ახ­ლაც ამ ბი­ნა­ში ვცხოვ­რობ. უკვე გა­მოჩ­ნდა ბი­ნის მე­სა­კუთ­რე და ამ დღე­ებ­ში უნდა შევ­ხვდე" - ამ­ბობს დ.მ.
უც­ნო­ბია, მოხ­და თუ არა მკვლე­ლო­ბა თან­ხის თაღ­ლი­თუ­რად გა­მო­ძალ­ვის ნი­ა­დაგ­ზე, მაგ­რამ ამ ამ­ბავ­მა კი­დევ ერთხელ წა­მოჭ­რა ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი ერთი პრობ­ლე­მა - ბი­ნის გი­რა­ო­ბის, თუ ქი­რა­ო­ბის დროს თაღ­ლი­თურ ქსელ­ში გაბ­მუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი. ბევ­რს დღემ­დე ემახ­სოვ­რე­ბა 2015 წელს თაღ­ლი­თო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი ქა­ლის საქ­მე. 1964 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ცი­სა­ნა ჯ. სა­კუ­თარ ბი­ნას სის­ტე­მა­ტუ­რად, თაღ­ლი­თუ­რად აგი­რა­ვებ­და და მო­ტყუ­ე­ბუ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­გან თან­ხებს ით­ვი­სებ­და. მის მიერ თაღ­ლი­თუ­რი გზით მო­პო­ვე­ბულ­მა თან­ხამ ჯამ­ში 51 000 აშშ დო­ლა­რი შე­ად­გე­ნა. თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, ბევრ მსგავს საქ­მე­ზე დამ­ნა­შა­ვის გა­მოვ­ლე­ნა და დას­ჯა ვერ მო­ხერ­ხდა.

AMBEBI.GE-ს და­უ­კავ­შირ­და მა­ნა­ნა კვას­ტი­ა­ნი, რო­მე­ლიც თაღ­ლი­თუ­რი სქე­მის მსხვერ­პლი რამ­დე­ნი­მე წლის წინ გახ­და.
"გა­ზეთ­ში ვნა­ხე გან­ცხა­დე­ბა, რომ მას­წავ­ლე­ბე­ლი ქალ­ბა­ტო­ნი აგი­რა­ვებ­და ბი­ნას, მი­ვე­დი და 6 500 დო­ლა­რად და­ვი­გი­რა­ვე. აღ­მოჩ­ნდა, რომ თურ­მე ეს ბინა ჩემ­სა­ვით ბევრ ადა­მი­ან­ზე ჰქო­ნია მი­გი­რა­ვე­ბუ­ლი. ერთ დღე­საც მი­თხრა - რა­ღაც პრობ­ლე­მა შე­მექ­მნა და ჩემი ნა­თე­სა­ვის ბი­ნა­ში გა­და­დი, კარ­გი ბი­ნაა და ქი­რას მე გა­და­ვიხ­დი, შენ პრობ­ლე­მა არ შე­გექ­მნე­ბაო. სეს­ხის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა გა­ვა­კე­თეთ. შე­პი­რე­ბუ­ლი ქირა რომ არ გა­და­ი­ხა­და, იმ ოჯახ­მა გა­მო­მაგ­დო.

მერე გა­ვი­გე, რომ შეკ­რუ­ლე­ბი ყო­ფი­ლან. თურ­მე ჩემ­სა­ვით ასე ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ან­ზე ჰქო­ნია ვი­თომ მი­გი­რა­ვე­ბუ­ლი ეს ბინა. ეს ქალ­ბა­ტო­ნი გა­უ­ჩი­ნარ­და, ამ­ბო­ბენ სა­ზღვარ­გა­რეთ წა­ვი­დაო. და­ახ­ლო­ე­ბით 300 ადა­მი­ა­ნი და­უ­ზა­რა­ლე­ბია ასე. ქი­რა­ობ­და ბი­ნებს, შე­იყ­ვან­და რამ­დე­ნი­მე თვით, გა­და­უხ­დი­და ქი­რას და შემ­დეგ ტო­ვებ­და" - გვიყ­ვე­ბა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი მა­ნა­ნა კვას­ტი­ა­ნი.
არ­სე­ბუ­ლი რე­ა­ლო­ბით, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნე­ბი ასე­თი თაღ­ლი­თუ­რი სქე­მე­ბის მსხვერ­პლნი ხდე­ბი­ან, მთე­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მათ­ზეა. უპი­რო­ბო ნდო­ბა ყო­ველ­თვის ძვი­რი ჯდე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით კი მა­შინ, რო­დე­საც საქ­მე მა­ტე­რი­ა­ლურ გა­რი­გე­ბებს ეხე­ბა. იუ­რის­ტე­ბი პრობ­ლე­მას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბის ნაკ­ლე­ბო­ბა­ში ხე­და­ვენ და მათ სიფრ­თხი­ლის გა­მო­ჩე­ნის­კენ მო­უ­წო­დე­ბენ.
"პირ­ველ რიგ­ში ორი­ვე მხა­რემ - მსეს­ხე­ბელ­მაც და ბი­ნის მფლო­ბელ­მაც - უნდა გა­ა­ფორ­მოს არა მარ­ტო სეს­ხის, არა­მედ იპო­თე­კის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბაც და მერე, ეს ყვე­ლა­ფე­რი სა­ნო­ტა­რო წე­სი­თაც უნდა გა­ფორმ­დეს. თუ მსეს­ხე­ბე­ლი თან­ხას ვერ და­აბ­რუ­ნებს, თან­ხის მე­სა­კუთ­რე ამას ქო­ნე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცი­ით მა­ინც შეძ­ლებს. სამ­წუ­ხა­როდ, ზოგ­ჯერ ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას არ აფორ­მე­ბენ და თან­ხის გა­და­ცე­მა ზე­პი­რი შე­თან­ხმე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ხდე­ბა. ეს დიდი რის­კი და შეც­დო­მაა, რად­გან გამ­სეს­ხე­ბელ­მა შე­იძ­ლე­ბა ვერც და­ამ­ტკი­ცოს, რომ თან­ხა გა­ა­სეს­ხა. შე­იძ­ლე­ბა მან ეს თან­ხა კი­დეც და­კარ­გოს, რად­გან მე­სა­კუთ­რეს აქვს უფ­ლე­ბა სა­სა­მარ­თლოს მისი გა­მო­სახ­ლე­ბის თხოვ­ნით მი­მარ­თოს" - ამ­ბობს ად­ვო­კა­ტი ირაკ­ლი უტი­აშ­ვი­ლი.скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 3006
Загрузка...
ეს საინტერესოა
Загрузка...