(ვიდეო) მძიმე კადრები ნიკა რურუას დაკრძალვიდან

Загрузка...
(ვიდეო) მძიმე კადრები ნიკა რურუას დაკრძალვიდან

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი და კულტურის ყოფილი მინისტრი, ნიკა რურუა ვერის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი ცხედარი ვერის სასაფლაოს ეკლესიიდან გამოასვენეს, სადაც დილიდან უამრავი ადამიანი შეიკრიბა.

ნიკა რურუას საფლავთან ლაშა ბუღაძემ, კოტე ყუბანეიშვილმა და გიგი უგულავამ გამოსამშვიდობებელი სიტყვები წარმოთქვეს.

ნიკა რურუას მეგობრები, თანამებრძოლები, პოლიტიკოსები, სასულიერო პირები ოჯახისთვის მწუხარების გამოსახატად იმყოფებოდნენ.

პირველადი ინფორმაციით, ნიკა რურუა სავარაუდოდ გულის შეტევით 4 დეკემბერს საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

პარლამენტის ორი მოწვევის დეპუტატი, კულტურის ყოფილი მინისტრი და ოპოზიციური გაერთიანების აქტიური წევრი 50 წლის იყო.

скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 9574
Загрузка...
ეს საინტერესოა
Загрузка...