ჩემი სმარტფონი გამიფუჭდა და ერთი კვირით ძველი ნოკია 3310-ის ხმარება დავიწყე... აი რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში 5 დღის შემდეგ

Загрузка...
ჩემი სმარტფონი გამიფუჭდა და ერთი კვირით ძველი ნოკია 3310-ის ხმარება დავიწყე... აი რა მოხდა ჩემს ცხოვრებაში 5 დღის შემდეგ

რთული ცხოვრებისეული პირობებიდან გამომდინარე სმარტფონი გამიფუჭდა.. მალევე ვიპოვე გამოსავალი და ძველი ნოკია 3310 ავიღე დროებით... მთელი კვირა მასთან ერთად გავატარე...
პირველი დღე

დილით ფანჯარაში ვიყურები, უსაქმურობისგან კინაღამ გავგიჟდი.
მოვიდა სამსახურში წასვლის დრო. 15 წუთი ვემზადებოდი. მოვამზადე ბავშვებიც სკოლაში წასასვლელად. ჩემი მეუღლე კი უყვირის მათ რომ არაფერი დარჩეთ სახლში.
სამსახურისკენ მიმავალ ავტობუსში აღმოვაჩინე რომ მარტო არ ვყოფილვარ, მაგრამ ჩვენს შორის დიდი განსხვავება იყო, იცინოდნენ, სმარტფონები ეჭირათ და ხალისობდნენ, მე კიდევ მუდო სახით გაბრაზებული ვიჯექი, არავის უნდოდა ჩემს გვერდით დაჯდომა.
მთელი სამუშაო 4 საათში შევასრულე. უფროსმა კი კიდევ დამატებითი სამუშაო მომცა.
შესვენების დროს აღმოვაჩინე რომ შავ თეთრი მატლის თამაში მაქვს ტელეფონში, ვცადე მეთამაშა, შესანიშნავი თამაშია, უბრალოდ ეკრანი ძალიან პატარა აქვს ჩემს ნოკიას და მეხამუშა.
ვახშმის დროს მეუღლესთან ვილაპარაკე. აღმოჩნდა, რომ ჩვენ სხვადასხვა პრობლემები გვქონდა, რომელიც უნდა გადავჭრათ აუცილებლად.
ბავშვები ყვიროდნენ და დედას ეძახდნენ, მაგრამ მე მათ გაკვეთოლების მომზადება მოვთხოვე. ყველაფერი მოვამზადებინე სკოლისთვის. ვზივარ, 4-ე კლასის წიგნს ვკითხულობ.
მეორე დღე
ისევ ისე ერთი საათით ადრე ავდექი სამსახურში წასვლამდე. მოვამზადე საუზმე. ბავშვებმა დამიწუნეს ომლეტი. აზრზე არ არიან, საჭმელებში ვერ ერკვევიან გავიფიქრე მე...
შევედი საპირფარეშოში, ვიპოვე 2005 წლის კროსვორდი. თავს ერუდიულად ვგრძნობ.
ავტობუსში ვიღიმოდი და ვესალმებოდი ხალხს, ხალხი კი აღარ გამირბოდა.

სამუშაო 3 საათში შევასრულე. უფროსმა კიდევ დ ამატებითი სამუშაო მომცა, თან შემაქო, თანამშრომლები კი თითქოს მიბრაზდებოდნენ და აღარ მელაპარაკებოდნენ.
მატლი თამაში კი ჩემში მეფობს, უკვე თითები მტკივა თითქოს 5 საათია გიტარაზე ვუკრავ.
გამახსენდა, რომ გიტარაზე დაკვრა ვიცი გადავწყვიტე ვახშმის შემდეგ გამეხსენებინა ჩემი ძველი გატაცება. თითები მტკივა როგორც მატლების შემდეგ.

ათეულებში ისე ვამრავლებ, როგორც კალკულატორი... ბავშვების თვალებში აღფრთოვანებას ვხედავ.


მესამე დღე.
ჩემი ომლეტი ბავშვებს მოეწონათ, უცნაურია. ცოლის თვალებში დიდ სიყვარულს ვგრძნობ, სასიამოვნოა. ხვალ ალბათ პილმენებს მოვხარშავ ვფიქრობ მე.

ავტობუსის მძღოლი ისე მომესალმა თითქოს მისი ახლობელი ვყოფილიყავი. შევამჩნიე რომ ხალხი ბედნიერი იყო როდესაც მათ ვესალმებოდი.
მთელი სამუშაო 2 საათში მოვრჩი. უფროსი დამპირდა რომ პრემიასაც მივიღებდი. კოლეგები ისევ შურით და გაბრაზებულები მიყურებდნენ.
მატლებში უკვე მეფედ ვგრძნობ თავს, ფაქტობრივად მთელს ეკრანზე ვთამაშობ.
სახლში მივედი, ვახშამი მოვამზადე. ბავშვებმა ბოლომდე ჭამეს საჭმელი. ყოჩაღ. უცნაურია, ძაღლი მაგიდის ქვბეშ წევს და ვერ ინძრევა.

სარდაფში ძველი პროექტორი ვიპოვე და ბავშვებთან ერთად ზღაპრებს ვუყურე. ბავშვებს არც ისე ძალიან მოეწონათ

ცოლმა მთხოვა სურათი დამეკიდა, ჩაქუჩი კი ხელში ჩავირტყი, მტკივნეულია.
მეოთხე დღე.
ცოლი ჩემზე 1 საათით ადრე ადგა და საუზმე მოამზადა. უცნაურია.
სახლიდან გასვლამდე ცოლს ვაკოცე და ბავშვებს მოვეფერე, სასიამოვნოა.

მძღოლი ისევ ისე მომესალმა თითქოს მისი ახლო ნათესავი ვყოფილიყავი. მგზავრების თვალებში კეთილ სურვილებს ვკითხულობდი. ხალხი მიღიმოდა და მესალმებოდა.

სამუშაო სულ რაღაც 1 საათში მოვრჩი. უფროსი მომიახლოვდა და მითხრა, რომმ დაწინაურების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი ვიყავი.

სახლის სამუშაოები გავაკეთე რასაც მეუღლე კაი ხანია მთხოვს. ცოლი კმაყოფილია.

ბავშვებმა მათთან ერთად თამაში შემომთავაზეს. მაჩვენეს თუ როგორ უნდა მეთამაშა "ჩუნგაჩანგა". რამდენიმე წუთში მოგება დავიწყე. ბედნიერი ვარ.

მეხუთე დღე.

ხელოსნისგან სმარტფონი წამოვიღე. მაშინვე ყველა თამაში წავშალე და მატლები გადმოვიწერე.
скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 2802
Загрузка...
ეს საინტერესოა
Загрузка...