რა ხდება ამ წუთებში ილიაუნში - სტუდენტები რექტორის კაბინეტთან შეიკრიბნენ

Загрузка...
რა ხდება ამ წუთებში ილიაუნში - სტუდენტები რექტორის კაბინეტთან შეიკრიბნენ
Загрузка...
ილიას ბიზნესსკოლის სტუდენტთა ნაწილმა უნივერსიტეტის F კორპუსში გადაინაცვლა. ისინი შეკრებილი არიან უნივერსიტეტის რექტორის, გიგა ზედანიას კაბინეტთან და მოითხოვენ, რომ უახლოეს ერთ საათში ზედანია მათ შეხვდეს და წარუდგინოს პრობლემის გადაჭრის გზები. წინააღმდეგ შემთხვევაში სტუდენტები ზედანიას გადადგომის მოთხოვნით აქციებს აანონსებენ.

სტუდენტების მთავარი მოთხოვნა უცვლელია - აღადგინონ ბიზნესსკოლის რექტორის პოსტზე გიორგი ქადაგიძე, ხოლო ილიაუნის ბიზნესსკოლას დაუბრუნდეს პირვანდელი სახელი. მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

скачать dle 10.5фильмы бесплатно
  • 0
  • 124
Загрузка...
ეს საინტერესოა
Загрузка...